მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 40 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 40 მილიონს გადააჭარბა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 19 ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ის ინფექციით 40,535,257 ადამიანია ინფიცირებული. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დაავადებას მსოფლიოში სულ 1,121,390 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 30,257,472 ადამიანი.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ახალი კორონავირუსის 1186 შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 18 663-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 278 პაციენტი და საერთო რაოდენობა 8 338-ს შეადგენს. გარდაცვლილია 143 ადამიანი.