მთიან ყარაბაღში ნაღმის აფეთქებისას, აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, რუსი ჯარისკაცი დაიჭრა

მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენელი ნაღმზე აფეთქდა და დაიჭრა. ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს.

მომხდარის შედეგად გარდაიცვალა აზერბაიჯანელი სამხედრო. დაჭრილია კიდევ ოთხი ადამიანი.

ინციდენტი ტერტერის რაიონის სოფელ მადაგიზის მახლობლად მოხდა, როდესაც დაღუპულთა ცხედრების სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.