მუღლაში თბოელექტროსადგურთან ხანძრის კერა ჩააქრეს

თურქეთში მუღლას პროვინციაში თბოელექტროსადგურთან ხანძრის კერა ჩააქრეს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, სადგურიდან ქიმიური ნივთიერებების გაჟონვა არ მომხდარა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანძარმა თურქეთში, მუღლის პროვინციაში მდებარე თბოელექტროსადგურამდე მიაღწია, რის გამოც თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.