მუმბაიში COVID-19-ით 70-ზე მეტი ექთანი დაინფიცირდა

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში 70-ზე მეტ ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა. 250 ექთანი კი კარანტინში იმყოფება, ამის შესახებ ინფორმაციას, მაჰარაშტრას შტატის გაერთიანებული ექთნების ასოციაცია (UNA) ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ექთნებს კორონავირუსი დაინფიცირებული პაციენტებიდან გადაედოთ.

ბაჰიას საავადმყოფოს ექთნებს, COVID-19-თან საბრძოლველად, შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა არ აქვთ, ამიტომ შესაძლებელია ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ექთნების ასოციაცია იუწყება.