ილონ მასკი, რომელიც მილიარდერთა სიის სათავეებშია, აცხადებს, რომ მზად არის მისი ფინანსური რესურსის ნაწილი დახარჯოს იმაზე, რომ კაცობრიობა შიმშილისგან იხსნას.
Tesla-სა და SpaceX-ის თავკაცის თქმით, თუ WFP (World Food Programme) შეძლებს აუხსნას, როგორ შეიძლება 6 მილიარდი დოლარით შიმშილობის პრობლემა გადაიჭრას, ის მზად არის რომ ახლავე გაყიდოს Tesla-ს აქციები და მოაგვაროს ეს მნიშვნელოვანი საკითხი.
"მაგრამ WFP-ს ფინანსური ანგარიში უნდა აიყოს ღია და დეტალური, რომ საზოგადოებას შეეძლოს ნახვა, თუ როგორ და რისთვის იხარჯება ჩემი ფული," - აღნიშნა ილონ მასკმა.
ცნობისთვის გაეროს მსოფლიო სასურსათო ფონდის დირექტორმა ადრე მასკს მოუწოდა, რომ დახმარებოდა მსოფლიოს შიმშილის კატასტროფის დაძლევაში, რისთვისაც მისი ქონების 2%-იც კი საკმარისი იქნებოდა.
საგულისხმოა, რომ ამ დროისთვის მასკის ქონება დაახლოებით 290 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.