Nas, Normani და სხვები რიანას შოუში გამოვლენ

რიანამ "ინსტაგრამში Savage x Fenty Show-ს მესამე შოუს თრეილერი გამოაქვეყნა და მაში მონაწილე შემსრულებლები და მოდელები დაასახელა.

შოუში, რომლის პრემიერა Amazon Prime Video-ზე 24 სექტემბერს გაიმართება, Nas, Daddy Yankee, BIA, Jazmine Sullivan, Ricky Martin, Normani და Jade Novah მიიღებენ მონაწილეობას. მესამე ჩვენებაზე ასევე გამოვლენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან: ადრიანა ლიმა, ემილი რატაკოვსკი, ერიკა ბადუ, ჯიჯი ჰადიდი, ჯერემი პაუპი, ჯოან სმოლსი, ნაიჯა ჰიუსტონი, ვანესა ჰაჯენსი და სხვები.

რიანას თქმით, წელს, ისევე როგორც სხვა წლებში, შოუ გააერთიანებს: მოდას, ცეკვას, მუსიკას და საკულტო არქიტექტურას.