NASA: 1 სექტემბერს დედამიწას ასტეროიდი მოუახლოვდება

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური ეროვნული ადმინისტრაციის (NASA) განცხადებით, 1 სექტემბერს დედამიწის მახლობლად 22-დან 49 მეტრამდე დიამეტრის მქონე ასტეროიდი ჩაიფრენს. ციური სხეული, რომელსაც 2011 ES4 უწოდებენ, დედამიწიდან დაახლოებით 120 ათასი კმ-ის დაშორებით ჩაივლის.

გამოცემა The Indian Express აღნიშნავს, რომ ასტეროიდი 2011 ES4 დედამიწას ამ წლის განმავლობაში ყველაზე ახლო მანძილზე მოუახლოვდება. 

ასტეროიდი 2011 წლის 2 მარტს აღმოაჩინეს. ის აპოლოს ასტეროიდთა ჯგუფს მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ორბიტა დედამიწის ორბიტას გადაკვეთს. NASA-ში აცხადებენ, რომ ციური სხეული დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.