NASA-მ მარსზე გადაღებული ახალი ფერადი ფოტოები გამოაქვეყნა - PHOTO

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე მარსზე გადაღებული უმაღლესი ხარისხის ახალი ფერადი ფოტოები გამოაქვეყნა. ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემის ცნობით, ფოტოები NASA-ს მკვლევარმა მანქანამ Perseverance-მა გადაიღო.

ერთ–ერთ სურათზე წითელი პლანეტის ზედაპირია ასახული, მეორეზე - მისი ლანდშაფტი ჰორიზონტის ხაზით. ხოლო მესამეზე თავად როვერია აღბეჭდილი პლანეტაზე დაჯდომამდე.

Perseverance-ის როვერი მარსზე 18 თებერვალს დაეშვა. NASA–ს ისტორიაში მეხუთე როვერი შვიდი სამეცნიერო ინსტრუმენტით არის აღჭურვილი, რომლებიც  წითელი პლანეტის სტრუქტურასა და გეოლოგიას შეისწავლიან.