NASA-მ მთვარეზე წყალი აღმოაჩინა

NASA-ს ხელმძღვანელის ჯიმ ბრიდენშტაინის განცხადებით, მთვარის ზედაპირის მზიან ადგილას წყალი აღმოაჩინა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

მისივე თქმით, წლის აღმოჩენის შესახებ მონაცემები ტელესკოპი SOFIA-ს საშუალებით მიიღო.

"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ წყლის არსებობა მთვარეზე მზიან მხარეს", - განაცხადა ბრიდენშტეინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ NASA-მ ჯერ არ იცის, შეიძლება თუ არა ამ წყლის გამოყენება რესურსად. მისი თქმით, მთვარეზე წლის არსებობა მომავალი გეგმების კვლევისთვის მთავარი ამოცანაა.