NASA-მ ოლიმპიური ტოკიო კოსმოსიდან გადაიღო - PHOTO

NASA-ს ასტრონავტმა, შეინ კიმბრომ იაპონიის დედაქალაქის უნიკალური ფოტო გადაიღო. ის უწყების "Instagram-ზე" გავრცელდა.

"ოლიმპიური თამაშები ღამეს ანათებს", - აღნიშნულია ფოტოს აღწერაში.

ქალაქის გამოსახულება, რომელიც ახლა ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს, ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაიღო.