NASA-მ უკრაინულ-ამერიკული წარმოების რაკეტა კოსმოსში გაუშვა - VIDEO

NASA-მ უკრაინულ-ამერიკული წარმოების რაკეტა, სახელწოდებით "ანტარესი", კოსმოსში გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო პორტალი Space ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა კონსტრუქტორებმა რაკეტის პირველი საფეხურის კონსტრუქცია შექმნეს. 

"ანტარესი" კოსმოსურ სადგურებს 4 ტონამდე ტვირთს, მათ შორის, უახლესი თაობის კოსმოსურ ტუალეტებს მიაწვდის.