NASA პილოტირებულ კოსმოსურ ფრენებს აახლებს

NASA პილოტირებული კოსმოსური ფრენებს აახლებს და SpaceX-თან ერთად პირველ ოპერატიულ მისიას განახორციელებს. ხვალ აშშ-ში, ფლორიდის აღმოსავლეთ სანაპიროზე, კანავერალის კონცხზე მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან SpaceX კაფსულის გაშვება იგეგმება. ეკიპაჟის შემადგენლობაში 3 ამერიკელი და ერთი იაპონელი ასტრონავტია.

ორბიტალური ლაბორატორიის ბორტზე მისიას ექვსთვიან სამეცნიერო მისიას Crew Dragon-ის ეკიპაჟის მეთაური მაიკლ ჰოპკინსი, მფრინავი ვიქტორ გლოვერი, NASA-ს მისიის სპეციალისტი შენონ უოკერი და იაპონიის აეროპორტის საძიებო სააგენტოს (JAXA) მისიის სპეციალისტი სოჩი ნოგუჩი განახორციელებენ.

2011 წელს Space Shuttle-ის პროგრამის დახურვის შემდეგ ამერიკას ახლა უკვე როტაციის საკუთარი ოპერატიული პროგრამა აქვს და ასტრონავტების კოსმოსში გაშვებას ამერიკის ტერიტორიიდან ამერიკული რაკეტითა და ამერიკული შატლით ახორციელებს. 4 კაციანი ეკიპაჟი უკვე რამდენიმე დღეა კენედის კოსმოსურ ცენტრში იმყოფებიან და სამზადისს გადიან. სინოპტიკოსების 70%-იანი პროგნოზით, შაბათს საღამოს გაფრენის მომენტში ამინდი შესაფერისი უნდა იყოს. ვარაუდობენ, გაფრენას ცოცხლად თვალ-ყურს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი მიადევნებს. მაყურებლებს მოუწოდებენ, რომ პანდემიის გათვალისწინებით, მოქალაქეებმა დისტანცია დაიცვან და პირბადეები იქონიონ.