NASA-ს როვერმა მარსიდან დედამიწაზე ხმები პირველად გაგზავნა - VIDEO

NASA-ს მეხუთე როვერმა, Perseveranse-მა, მარსის ზედაპირიდან პირველად გაგზავნა ხმები დედამიწაზე. ამის შესახებ NASA-ს მეცნიერების დირექტორის მოადგილემ თომას ზურბუჩენმა განაცხადა.

"ჩვენ უკვე მივიღეთ ათობით ახალი ფოტოსურათი და მარსის ზედაპირზე დაფიქსირებული პირველი ხმები. ყველა ეს მონაცემი მთლიანად ღიაა საზოგადოებისთვის", - დასძინა ზურბუჩენმა.

მან დაამატა, რომ როვერის მიერ მოწოდებული მონაცემები შესაძლოა უკვე გამოქვეყნებული იყოს NASA-ს ვებ-გვერდზე, ან აწი გამოქვეყნდება. ზურბუჩენმა იმედი გამოთქვა, რომ ფოტოები და ხმოვანი ჩანაწერები არამარტო მკვლევარების, არამედ მუსიკოსებისა და მხატვრების ყურადღებას მიიპყრობს. მისი თქმით, მათ შეეძლებათ თავიანთი პროექტებს მარსიდან ნამდვილი ხმებიც დაამატონ.