NASA-სა და SpaceX-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

NASA-მ და SpaceX-მა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც იუპიტერის თანამგზავრზე სიცოცხლის ძიებას ითვალისწინებს.

აშშ-ს აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  2024 წლის ოქტომბერში Europa Clipper-ის სამეცნიერო მისიის კონტრაქტორად SpaceX აირჩია.

მისიის მიზანია, გადაიღოს  მაღალი რეზოლუციური ფოტომასალა, შექმნას ყინულის ქერქის ზუსტი რუკა, რომელიც აჩვენებს მის შემადგენლობას და სისქეს, და შეისწავლოს წყლის ოკეანის შემადგენლობა და მარილიანობა ამ ყინულის ქერქის ქვეშ.