ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოები NATO-ს ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპისადმი, კოლექტიური თავდაცვისადმი ერთგულებას ადასტურებენ. შესაბამისი ჩანაწერი ალიანსის ლონდონის სამიტის დეკლარაციაში გაკეთდება. ინფორმაციას გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლობა ავრცელებს. მათივე განცხადებით, სამიტის ფარგლებში, ოთხშაბათს გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა იგეგმება.