NATO-მ ლატვიაში სპეციალური ოპერაციების ახალი ცენტრი გახსნა

NATO ბალტიისპირეთში ქვედანაყოფების განლაგებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურას აძლიერებს. ლატვიაში ჩრდილოატლანტიკურმა ორგანიზაცია, სპეციალური ოპერაციების ახალი ცენტრი გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The National Interest ავრცელებს.

ობიექტი მოიცავს: ვერტმფრენის ორ მოედანს, საბრძოლო მასალების საწყობს, ავტომობილების ტექნიკური მომსახურების პუნქტს. ახალი ობიექტის მთავარი მიზანია გახდეს მოწინავე ბაზა, რომელიც სპეციალური ოპერაციების ძალების ტრანსპორტირებას და მათი ტექნიკურ მომსახურებას უზრუნველყოფს.

ასევე გამოცემა მეორე ობიექტის მშენებლობის შესახებ წერს. სამუშაოები შეკავების ევროპული ინიციატივის ფარგლებში მიმდინარეობს. მისი შესრულება 2014 წელს დაიწყო და ობიექტის მშენებლობაზე დაახლოებით 4 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს თანხა მხოლოდ წვეთია ზღვაში, იმ ასობით მილიონთან შედარებით, რაც შეერთებულმა შტატებმა ბალტიის ქვეყნების სამხედრო ინფრასტრუქტურაში ჩადო ინვესტიციების სახით. აშშ-ს ევროპული სარდლობის (EUCOM) ცნობით, 2020 წლისთვის თითქმის 6 მილიარდი დოლარი იყო გამოთხოვნილი.

დაფინანსება ხუთ კატეგორიად იყო დაყოფილი: განთავსების ზრდა, წვრთნებისა და ტრენინგების ჩატარება, კადრების მომზადების გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და პარტნიორობის შესაძლებლობების პოტენციალის განვითარება. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს არის ინფრასტრუქტურა, რომელიც ბალტიის ქვეყნებში NATO-ს ჯარების განლაგებისათვის არის საჭირო და ის რუსეთისადმი წინააღმდეგობის გაწევას ისახავს მიზნად.