NATO-მ პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნებისთვის თავდაცვის ახალი გეგმა დაამტკიცა

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ, NATO-მ პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნებისთვის თავდაცვის ახალი გეგმა დაამტკიცა.გეგმის დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება, თუმცა ცნობილია, რომ ის ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას მოიცავს.

გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა მოკავშირეების შეთანხმება თურქეთთან, რომელიც გეგმას ვეტოს ადებდა. ოფიციალური ანკარა ქურთების „სახალხო დაცვის შენაერთის“ და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ალიანსისგან მეტ მხარდაჭერას ითხოვდა.

„ქურთისტანის მუშათა პარტიას“ აშშ, ევროკავშირი და თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად თვლიან.