NATO-ს 2021 წლის სამიტი ბრიუსელში გაიმართება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 2021 წლის სამიტი ბრიუსელში ჩატარდება, თუმცა მისი გამართვის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

"NATO-ს ქვეყნების და მთავრობების ლიდერები წელს, მოგვიანებით ბრიუსელში შეხვედრას გამართავენ. მე უკვე ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და მან დაადასტურა, რომ NATO-ს მოკავშირეებთან შეხვედრას ელოდება. რას ჩეეხება სამიტის ფორმატსა და მის თარიღს, ამაზე ჯერ შეთანხმება მიმდინარეობს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.