NATO-ს გაფართოება უკიდურესად მნიშვნელოვანია - სტოლტენბერგი

ერთგული ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების. უკრაინასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით რეფორმების განხორციელებაში – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ალიანსი გააგრძელებს მუშაობას საქართველოსა და უკრაინასთან. 

„ვფიქრობ, უნდა გვესმოდეს, რომ NATO-ს გაფართოება უკიდურესად მნიშვნელოვანია ევროპაში სტაბილურობის, მშვიდობისა და დემოკრატიის თავისუფლებისთვის. NATO-სა და ევროკავშირის გაფართოებამ ბევრი სიკეთე მოიტანა გასულ ათწლეულში ევროპაში დემოკრატიის გაძლიერების კუთხით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ალიანსმა ძალით გააწევრიანა ქვეყნები, ეს იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ მათ სურდათ გაწევრიანება. ჩვენ მივიღეთ ახალი წევრები ალიანსში, ამით დავეხმარეთ ევროპას დემოკრატიის დაცვაში. ეს ყველაფერი არის ინდივიდუალური ქვეყნების მიერ მიღებული დამოუკიდებელი, დემოკრატიული გადაწყვეტილებების პატივისცემა.

ჩვენ გასულ წლებში ნათლად ვაჩვენეთ, რომ NATO-ს კარი ღია რჩება, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს ახალ წევრებად მიღებით. ასევე, ჩვენ ერთგული ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების. უკრაინასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით რეფორმების განხორციელებაში, პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერით. მაქვს გზავნილი, რომ რეფორმები არის მნიშვნელოვანი ნაწილი, რათა შეესაბამებოდნენ NATO-ს სტანდარტებს. მაგრამ ასევე ეს საქართველოსა და უკრაინის საზოგადოებებს აძლიერებს. მტკიცე და კარგად ფუნქციური საზოგადოება ნაკლებად მოწყვლადია რუსეთის ჩარევისგან. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და საქართველოსთან და უკრაინასთან მუშაობას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე.