NATO-ს გემები შავ ზღვაში შევიდა

NATO-ს ნაღმსაწინააღმდეგო მეორე მუდმივმოქმედი ჯგუფი (SNMCMG2) უკვე შავ ზღვაშია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო გემები უკრაინულ საზღვაო-სამხედრო ძალებთან ერთად წვრთნებს გამართავენ. წვრთნებში მონაწილეობას ბულგარეთისა და რუმინეთის სამხედრო გემებიც მიიღებს.

NATO-ს ნაღმსაწინააღმდეგო მეორე მუდმივმოქმედი ჯგუფი თურქეთის Sokullu Mehmet Pasa-ს ფლაგმანის შემადგენლობაში შევა.

NATO-ს ნაღმსაწინააღმდეგო მეორე მუდმივმოქმედი ჯგუფი მონაწილეობას მიიღებს ნაღმსაწინააღმდეგო რუმინულ-ბულგარულ სწავლებაში სახელწოდებით "პოსეიდონი" და წვრთნებს გამართავს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთად.

ჯგუფი,სამხედრო წვრთნების გარდა, მოინახულებს საპორტო ქალაქებს კონსტანცას რუმინეთში და ოდესას უკრაინაში.