NATO-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ქართველ და უკრაინელ კოლეგებს შეხვდებიან

12-13 იანვარს NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.

მისი ცნობით, 13 იანვარს NATO-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ქართველ და უკრაინელ კოლეგებს ვირტუალურ ფორმატში შეხვდებიან.

ვირტუალური შეხვედრის მონაწილეები საქართველოსა და უკრაინაში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის საკითხებსა და თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებული რეფორმების მიმდინარეობას განიხილავენ.