NATO უკრაინის უსაფრთხოების საკითხზე საგანგებო შეხვედრას გამართავს

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს უკრაინასა და მის საზღვრებთან არსებული მდგომარეობისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხზე საგანგებო შეხვედრას გამართავენ. 

შეხვედრას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.

ამასთან, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები 12 იანვარს რუსეთის საბჭოს სხდომას გამართავენ. მოსკოვის მოთხოვნას წარმოადგენს, დოკუმენტის მიღება, რომელიც ითვალისწინებს, რომ NATO აღმოსავლეთით არ გაფართოვდება.