ნავალნი S7-ის პილოტებსა და ომსკის მედიკოსებს მადლობას უხდის

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ავიაკომპანია S7-ის პილოტებსა და ომსკის მედიკოსებს მადლობას უხდის იმისთვის, რომ მისი სიცოცხლე გადაარჩინეს. ამის შესახებ ის "ინსტაგრამზე" წერს.

ნავალნის თქმით, გათვლა ისეთი იყო, რომ ის თვითმფრინავში უნდა მომკვდარიყო იმიტომ, სამედიცინო დახმარებას ბორტზე ვერ გაუწევდნენ.

მისი თქმით, პილოტები ომსკში მაინც დაეშვნენ, მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტში "ნაღმის შესახებ შეტყობინება" შევიდა.

"მეორეც, აეროპორტის სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა და რეანომობილმა, რომელიც მათ მოსდევდა, არ თქვეს არავითარი ტყუილი დიაბეტზე და ა.შ., არამედ მკაფიოდ თქვეს "ეს ტოქსიკური მოწამვლაა და ატროპინის დოზა "მთხარეს", - წერს პოლიტიკოსი.

ნავალნის თქმით, პილოტებმა და პირველმა მედიკოსებმა სიცოცხლის დამატებითი 15-20 საათი აჩუქეს.

"მადლობა თქვენ, უცნობო კეთილო ადამიანები, თქვენ კარგი ხალხი ხართ", - წერს ნავალნი.

მისი თქმით, ყველაფრის შემდეგ ის ძალიან ბევრის მადლიერია და პირობას დებს, რომ კიდევ უფრო მეტს დაწერს.