ნაზარბაევის ქალიშვილს საპარლამენტო იმუნიტეტი შეუწყვიტეს

ყაზახეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის უფროს ქალიშვილს, დარიგა ნაზარბაევას დღეს სადეპუტატო უფლებამოსილებაც შეუჩერა. მანამდე , 2 მაისის, იგი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მიიღო.

გათავისუფლების ზუსტი მიზეზი დაკონკრეტებული არ არის.

დარიგა ნაზარბაევა 2016 წლიდან პარლამენტის დეპუტატი იყო, 2019 წლიდან კი ზედა პალატის სპიკერის საკმაოდ გავლენიან პოსტს იკავებდა.