ნეაპოლი მარადონას გლოვობს - VIDEO - PHOTO

ნეაპოლი დიეგო მარადონას ემშვიდობება. ქალაქის ქუჩები გულშემატკივრებითაა სავსე. სახლებთან, რომლებზეც ფეხბურთელის პორტრეტები დაკიდეს, ყვავილები და სანთლები მოაქვთ. ამის შესახებ Daily Mail წერს.

მარადონას გულშემატკივრები საფეხბურთო სტადიონთანაც შეიკრიბნენ. ქალაქის მერმა უკვე გამოაცხადა, რომ სტადიონს არგენტინელი ფეხბურთელის სახელი მიენიჭება.

მარადონა ადგილობრივ გუნდში 1984–1991 წლებში თამაშობდა. მასთან ერთად კლუბმა მოიგო უეფას თასი, ქვეყნის სუპერთასი და იტალიის ჩემპიონის ორი ტიტული.