ნეიმარი დედის 22 წლის რჩეულით კმაყოფილია - PHOTO

ცნობილი ფეხბურთელის ნეიმარის დედას, ახალი მეგობარი "ბიჭი" ჰყავს. როგორც გაირკვა "პსჟ"-ს ვარსკვლავური მოთამაშის მშობელი, ნადინ გონსალეში, 22 წლის ბრაზილიელ კიბერსპორტსმენს, ტიაგო რამოსს ხვდება. ნადინი 52 წლისაა, შესაბამისად შეყვარებულებს შორის ასაკობრივი სხვაობა 30 წელია. თავად ნეიმარი კი ტიაგოზე 6 წლით უფროსია. ცოტა ხნის წინ, ფეხბურთელის დედამ Instagram-ზე "ახალ სიყვარულთან" ერთად გადაღებული ფოტო დადო და მის რომანს "აუხსნელი" უწოდა. აღსანიშნავია, რომ ნეიმარს ნადინის რჩეული ძალიან მოსწონს და მშობელს კომენტარითაც ამხნევებს. 

"ბედნიერი იყავი დედა. ძალიან მიყვარხარ"! - წერს ფეხბურთელი.