ნეპალში მეწყერს 10 ადამიანი ემსხვერპლა

ნეპალში ძლიერ წვიმებს და მეწყერს 10 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა კატმანდუსთან ახლოს მოხდა. მშენებლებს დროებით თავშესაფარში ეძინათ, როდესაც მოვარდნილმა მეწყერმა ნაგებობა დაანგრია და მუშები ქვეშ მოიყოლა. 8 კაცი დაიღუპა, ერთი მძიმედ დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქვე ახლოს განვითარებულმა კიდევ ერთმ მეწყერმა ცოლ-ქმარი იმსხვერპლა. ამ დროისთვის მუსონური წვიმების სეზონზე დაღუპულთა რიცხვმა 111-ს მიაღწია, 57 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

მუსონური წვიმები რეგიონში მაისიდან სექტენბრის ჩათვლით გრძელდება.