ნეპალში მეწყერს 11 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა

ნეპალში ძლიერი წვიმის გამო, მეწყერი ჩამოწვა. სტიქიას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა, მაშველები 23 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Kathmandu Post ავრცელებს.

მიაგდის რეგიონში ძლიერმა წვიმამ ოთხ რაიონში მეწყერი გამოიწვია. მეწყერის გამო დაახლოებით 40 სახლი განადგურებულია. 400-ზე მეტი ადამიანი, ადგილობრივი ადმინისტრაციისა და სკოლის შენობაში მოწყობილ თავშესაფარში გადაიყვანეს.