ნეშვილში დიდი აფეთქება მოხდა

აშშ-ში, ნეშვილში საშობაო დილას დიდი აფეთქება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებამ რამდენიმე შენობა დააზიანა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახური და პოლიცია. 

უცნობია რამ გამოიწვია აფეთქება. ამ წუთისთვის,  დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.