Netflix-მა მარტინ სკორსეზეს "ირლანდიელის" შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოუშვა

Netflix Film Club-ის "Youtube-არხზე" 36-წუთიანი დოკუმენტური ფილმი გამოქვეყნდა, რომელშიც მარტინ სკორსეზეს ფილმზე, "ირლანდიელზე" მუშაობაა ასახული.

დოკუმენტურ ფილმში არის მარტინ სკორსეზეს, ასევე მსახიობების ინტერვიუები, რომელთა შორისაა რობერ დე ნირო, ალ პაჩინო და ბობი კანავალე.