Netflix-მა "საბრინას შემაძრწუნებელი თავგადასავლის" ფინალის თრეილერი წარადგინა - VIDEO

Netflix-მა სერიალ "საბრინას შემაძრწუნებელი თავგადასავლის" მეოთხე და ფინალური სეზონის თრეილერი წარადგინა. ახალგაზრდა საბრინა სპელმანის თავგადასავლების ფინალი 31 დეკემბერს გამოვა. მასში 8 ეპიზოდი შევა.

შოუში მთავარ როლებს ასრულებენ: კირნან შიპკა, ლუსი დევისი, მირანდა ოტო, როს ლინჩი, მიშელ გომესი, ჯაზ სინკლერი და გევინ ლეზერვუდი. შოურანერი "რივერდეილის" პროდიუსერი და სცენარისტი რობერტო აგირე-საკასა იქნება.