Netflix-მა შესაძლოა ფილმი Godzilla vs. Kong 200 მილიონ დოლარად შეიძინოს

ფილმი "Godzilla vs. Kong" შესაძლოა ინტერნეტში Netflix-ზე გამოჩნდეს. ამ შემთხვევაში, სტრიმინგ სერვისი ფილმისთვის 200 მილიონ დოლარს გადაიხდის. მაგრამ ამ შეთავაზებას შესაძლოა ხელი შეუშალოს Warner Bros.-მა, რომელსაც ფილმის გამოშვება HBO Max პლატფორმაზე სურს.

კინოსტუდია Warner Bros.-ი უპირატესობით სარგებლობს, რადგან მან პროექტის ბიუჯეტის 75% დააფინანსა.

აღსანიშნავია, რომ Godzilla vs. Kong-ის შექმნისთვის 200 მილიონი დოლარი დაიხარჯა და ფილმმა, სულ მცირე, 500 მილიონი დოლარი მაინც უნდა გამოიმუშაოს.

ამ ინფორმაციის გამოქვეყნების მიუხედავად, Warner Bros. ფილმის გამოშვებას 2021 წლის მაისის ბოლოს კვლავ გეგმავდა.