Netflix-მა ზაკ სნაიდერის ფილმის Army of the Dead-ის გამოსვლის თარიღი დაასახელა - PHOTO

Netflix-მა ზაკ სნაიდერის ფილმის, Army of the Dead-ის გამოსვლის თარიღი დაასახელა. პრემიერა 21 მაისს გაიმართება. ცნობილია, რომ ფილმის პირველი თიზერი ამ კვირაში გამოჩნდება.

სურათი მოგვითხრობს ლოს-ანჯელესში ზომბების შემოჭრის შესახებ. ქალაქში თითქმის არავინ დარჩა, ამიტომ გმირი დიდი ძარცვის ჩადენას გადაწყვეტს. მთავარ როლს შეასრულებს მსახიობი დეივ ბატისტა, რომელიც ცნობილია ფილმებით, Blade Runner 2049 და Guardians of the Galaxy.

თავდაპირველად ფილმის შესახებ 2008 წელს გახდა ცნობილი. ის ფილმ Dawn of the Dead-ის გაგრძელება უნდა გამხდარიყო, თუმცა პროექტი არასოდეს განხორციელებულა. ეს პროექტი Netflix-მა შეიძინა და 2019 წელს რეჟისორად ზაკ სნაიდერი მიიწვია.