NFT-ის პოპულარობა იზრდება

Adweek-ისა და Harris Poll-ის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ NFT-ის ძირითადად ისინი ყიდულობენ, რომლებიც თავს ინვესტორებად და კოლექციონერებად თვლიან. მათივე კვლევით დადგინდა, რომ NFT-ის უფრო მეტად მილენიალები ყიდულობენ.

მკვლევარებმა 1,088 მოზარდი გამოკითხეს. მათ აინტერესებდათ, რამდენად იცნობდნენ NFT-ის და იყვნენ თუ არა მზად მათი შეძენისთვის. აღმოჩნდა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში საზოგადოების ინფორმირებულობა ინოვაციის შესახებ 13% -ით გაიზარდა.

გამოკითხულთა 40%-მა თქვა, რომ მათ სმენიათ NFT-ის შესახებ, ხოლო 81%-მა თქვა, რომ იცოდა ახალი ვალუტის შესახებ. NFT-ის მცოდნეების 40% ფიქრობს მის შესყიდვაზე , ხოლო 42% ირწმუნება, რომ სიმბოლოების პოპულარობა ხუთ წელსაც არ გაგრძელდება. გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ მათ უკვე ჩადეს ინვესტიცია.

ცნობისთვის, NFT "ბლოკჩეინ" მონაცემთა ბაზაა, სადაც თითოეულ NFT-ის უნდა წარმოადგენს უნიკალური ციფრული ნივთი, რომელსაც თავისი ღირებულება აქვს. ეს შეიძლება იყოს ნახატი, ხმის ჩანაწერი, ვიდეო, თამაში და სხვა კრეატიული ნაშრომი.