ნიდერლანდებში COVID 19-ით დაღუპულთა რიცხვი 4 177-ს აღწევს

ნიდერლანდებში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირება 887 ადამიანს დაუდასტურდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 35 729-მდე გაიზრდა. ამის შესახებ განცხადებას ნიდერლანდების ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი ავრცელებს.

დაავადებით ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში 123 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსს 4 177 ადამიანი ემსხვერპლა.