ნიდერლანდებში COVID 19-ით გადაცვლილთა რაოდენობა 1867-ს აღწევს

ნიდერლანდებში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 952 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთა რიცხვი 18 803-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 101 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა რიცხვი ჯამში 1867-ს შეადგენს.