ნიდერლანდებში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 4409-მდე გაიზარდა

ნიდერლანდებში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირება 655 ადამიანს დაუდასტურდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 37,190-მდე გაიზრდა. ამის შესახებ განცხადებას ნიდერლანდების ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი ავრცელებს.

დაავადებით ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში 120 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსს 4,409 ადამიანი ემსხვერპლა.