ნიდერლანდებში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 4711-მდე გაიზარდა

ნიდერლანდებში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირება 386 ადამიანს დაუდასტურდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 38 802-მდე გაიზრდა. ამის შესახებ განცხადებას ნიდერლანდების ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი ავრცელებს.

დაავადებით ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში 145 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსს 4711 ადამიანი ემსხვერპლა.