ნიდერლანდებში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 5 456-მდე გაიზარდა

ნიდერლანდებში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირება 161 ადამიანს დაუდასტურდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 42 788-მდე გაიზრდა. ამის შესახებ განცხადებას ნიდერლანდების ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი ავრცელებს.

დაავადებით ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში 16 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსს 5 456 ადამიანი ემსხვერპლა.