ნიდერლანდებში კარანტინი 14 იანვრამდე გახანგრძლივდა

ნიდერლანდების ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით კარანტინი 14 იანვრამდე გაახანგრძლივა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რიუტემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ზომები 14 იანვრამდე გაგრძელდება“, – განაცხადა მან.

რიუტეს თქმით, ახალი შეზღუდვები საავადმყოფოების გადატვირთვის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს.

ამრიგად, 1,5 მეტრიანი დისტანციის დაცვა სავალდებულო რჩება, სუპერმარკეტები და აფთიაქები 20:00 საათამდე იმუშავებს, კაფეები, რესტორნები, სპორტული კლუბები, მუზეუმები 17:00 საათზე დაიკეტება. დაუშვებელია სახლში 13 წელზე მეტი ასაკის ოთხზე მეტი ადამიანის მიღება.

ხანდაზმულებს ურჩევენ, შვილებთან და შვილიშვილებთან აც კი კონტაქტები მაქსიმალურად შეზღუდონ.