ნიდერლანდებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 16 627-მდე გაიზარდა

ნიდერლანდებში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 904 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთა რიცხვი 16 627-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 164 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა რიცხვი ჯამში 1651-ს შეადგენს.