ნიდერლანდელების პირადობის მოწმობიდან გენდერს ამოიღებენ

ნიდერლანდებში მოსახლეობის პირადობის მოწმობაზე სქესი მითითებული აღარ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას AFP ავრცელებს. 

ქვეყნის განათლებისა და კულტურის მინისტრის, ინგრიდ ვან ენგელშოვენის განცხადებით ცვლილება ძალაში 2024/2025 წლიდან შევა.

მინისტრის განცხადებით, ის ყველანაირად შეეცდება გენდერის ნიშანი ამოღებული იყოს ყველა შესაძლო დოკუმენტიდან, ვინაიდან ეს საჭიროებას არ წარმოადგენს.

ცნობისთვის, ნიდერლანდები პირველი ქვეყანა არ არის, რომელმაც აღნიშნული ინიციატივა გამოთქვა.  გენდერი მითითებული არ არის არც გერმანიის პირადობის მოწმობებზე.