ნიდერლანდელმა დეპუტატებმა რუსეთში ვიზიტი გააუქმეს

ნიდერლანდების საპარლამენტო დელეგაციამ რუსეთში ვიზიტი გააუქმა. მიზეზად ის ფაქტი დასახელდა, რომ მოსკოვმა დელეგაციაში მყოფ ერთ დეპუტატს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა.

ცნობილია, რომ პარტია „დემოკრატები-66“-ის წევრი, სიურდ სიურდსი, რუსეთის მიმართ კრიტიკით გამოირჩევა და მოსკოვმა ის „შავ სიაში“ შეიყვანა.

აღნიშნულს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უპასუხეს და აღნიშნეს, რომ ნიდერლანდებმა ასეთ პროვოკაციაზე წავიდნენ და დელეგაციის შემადგენლობაში სიურდი შეგნებულად შეიყვანეს.

ნიდერლანდების საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი რუსეთში 25-27 თებერვალს უნდა შემდგარიყო.