ნიგერია ვაქცინის 4 მილიონ დოზას მომავალ კვირას მიიღებს

ნიგერია, Covax-ის პროგრამის ფარგლებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 4 მილიონ დოზას მომავალ კვირაში მიიღებს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

გამოცემის ცნობით, ჯანმო-ს პროგრამის ფარგლებში ნიგერიისათვის ჯამში AstraZeneca-ს ვაქცინის 16 მილიონი დოზის გადაცემა იგეგმება.

ვაქცინაციის პირველ ეტაპზე აცრა სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება.

ნიგერიის მთავრობა, სადაც 200 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მომავალი ორი წლის განმავლობაში, მოსახლეობის მინიმუმ 70%-ის ვაქცინაციას გეგმავს.