ნიგერიაში 25 ადამიანი გაიტაცეს

ნიგერიაში, ნიგერის შტატში, შეიარაღებულმა პირმა 25 ადამიანი გაიტაცა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu წერს.

გამოცემის ცნობით, სამართალდამცველები გატაცებულებს შიროროსა და რაფის რეგიონებში ეძებენ.

ნიგერიაში ხშირია ძალადობრივი შეტაკებები მეცხოველეობით დაკავებულ ფულბეს ეთნოსის ხალხსა და მიწათმოქმედებით დაკავებულ ტომებს შორის.