ნიგერიაში ბაზრის შენობა იწვის

ლაგოსში მდებარე ბაზრის შენობას ხანძარი გაუჩნდა. ცეცხლის ალმა, პირველად შენობის ზედა ნაწილში მდებარე პოპულარული მაღაზია Balogun Market-ი მოიცვა. 

მეხანძრეებს თავიანთი სამუშაოს შესრულებაში, მაღაზიების მიმდებარე პარკინგები უშლის ხელს. 

ტერიტორიაზე მყოფი მოვაჭრეები თავიანთ საქონელს ფანჯრიდან ისროდნენ და მის გადასარჩენად სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებდნენ.