ნიგერიაში ბოკო ჰარამის წევრებმა 12 სამხედრო მოკლეს

ნიგერიაში, ჩადის საზღვართან, ექსტრემისტული დაჯგუფება ბოკო ჰარამის წევრების თავდასხმის შედეგად სულ მცირე 12 სამხედრო დაიღუპა და 8 დაიჭრა.

სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და რამდენიმე ექსტრემისტი მოკლეს. მათი რაოდენობა არ ზუსტდება. ბოკო ჰარამის დაჯგუფება ძირითადად ნიგერიაში მოქმედებს, თუმცა, დროდადრო, თავდასხმებს მეზობელ სახელმწიფოებშიც, ნიგერიასა და კამერუნშიც ახორციელებს.