ნიგერიაში გემის გადაბრუნების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიის სამხრეთით, ლაგოსში გემის გადაბრუნების შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა. ანუს შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია Nigerian Tribune ავრცელებს.

მცირე სამგზავრო გემი, რომელიც არაუმეტეს 20 ადამიანს იტევს, ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მიემგზავრებოდა. თუმცა, მან სანაპიროს ვერ მიაღწია და გადმოყირავდა.

შემთხვევის მიზეზად ბორტზე ადამიანების დასაშვებზე მეტი რაოდენობა სახელდება. მაშველებმა 16 მგზავრი გადაარჩინეს.