ნიგერიაში ლასას ცხელებას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიაში გასული წლის განმავლობაში ლასას ცხელებას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

ვირუსმა ქვეყნის 28 რეგიონი მოიცვა.

ნიგერიაში ამ დროისთვის დაავადების 674 შემთხვევაა გამოვლენილი.

ლასას ცხელება ცხოველიდან ადამიანზე გადადის და შესაძლოა, ფატალური იყოს.