ნიგერიაში მომიტინგეები წყლის ჭავლით დაშალეს - VIDEO

ნიგერიის დედაქალაქ აბუჯაში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციამ წყლის ჭავლით დაშალა.

ქვეყანაში მშვიდობიანი მოსახლეობა პოლიციის მხრიდან ზეწოლას, სისასტიკესა და ძალადობას აპროტესტებს. სხვადასხვა ძალისხმევით ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს, საპროტესტო აქციები შეაჩეროს, თუმცა მომიტინგეები აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

შეგახსნებთ, სამხრეთ ნიგერიაში ოფიცრის მიერ მამაკაცის მკვლელობის გამო ქვეყნის მასშტაბით ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა. მომიტინგეები პოლიციის სისასტიკის აღმოფხვრასა და სპეციალური დანიშნულების რაზმის (SARS) სრულ გაუქმებას მოითხოვენ.